სხვა

1:35 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრისტოფერსენმა სამთო თხილამურების მსოფლიო თასზე 30-ე რბოლა მოიგო

ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსენმა შვეიცარიის ვენგენში გამართული სლალომის რბოლა მოიგო. ეს მსოფლიო თასზე მის მიერ მოპოვებული 30-ე გამარჯვებაა. 28 წლის მოთხილამურემ, ორი ცდის ჯამში, 0.20 წამით აჯობა მეორეზე გასულ შვეიცარიელ ლოიკ მეიიარს, ვინც პირველი ცდის შემდეგ უსწრაფერსი იყო. მესამეზე ასევე ნორვეგიელი ლუკას ბრაათენი გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.49 წამით ჩამორჩა.

თბილი ამინდის გამო, ტრასის საფარი დარბილდა, რამაც პირველი ცდის შესრულებისას, რბოლა გაართულა. მეორე ცდაზე კი გათოვდა და შეცვლილ სიტუაციასთან შეგუება ბევრს გაუჭირდა.

კრისტოფერსენისთვის ეს ამ სეზონში მეშვიდე რბოლაა, რომლებიც კვარცხლბეკზე დაასრულა. წინა გამარჯვება მან გერმანიის გარმიშში, ორი კვირით ადრე მოიპოვა.

ვენგენის სლალომის შემდეგ, მსოფლიო თასის აბსოლუტურ კლასიფიკაციის ლიდერთა შორის, არაფერი შეცვლილა. პირველზე ისევ შვეიცარიელი მარკო ოდერმატია, რომელიც უახლოეს მდევარს, ნორვეგიელ ალეკსანდერ ომოდტ კილდეს 340 ქულას უგებს. მათ ვენგენის სლალომი გამოტოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112871