ფეხბურთი

1:22 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გენუაში, "სამპდორიას" ფეხბურთელის სახლიდან 100 000 ევრო მოიპარეს

გენუის „სამპდორიას“ ვენესუელელ ფეხბურთელ ტომას რინკონს სახლიდან დიდძალი ოდენობის თანხა მოჰპარეს.

რინკონი სახლში არ იყო, როცა ქურდებმა მის საცხოვრებელ ბინაში შეაღწიეს, საიდანაც 100 ათასი ევროს ოდენობის ფული წაიღეს. გარდა ამისა, ძვირადღირებული საათები და ძვირფასეულობებიც მოიპარეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

გენუის პოლიციამ დამნაშავეების დასადგენად საგამოძიებო მუშაობა უკვე დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით, დანაშაული არ გაუხსნიათ.

ტომას რინკონი იტალიაში 2014 წლიდან თამაშობს. "სამპდორიას" გარდა, მას "ჯენოაში", "იუვენტუსს" და "ტორინოსში" აქვს ნათამაშები.

0.114395