იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში ბექა ბურჯანაძის „რეჯანამ“ სტუმრად „ტრენტო“ ადვილად, 84:64 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ბექა ბურჯანაძემ დიდი წვლილი შეიტანა.
იტალიური გუნდის მაისურით ბექას უდავოდ საუკეთესო თამაში ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 23 წუთში 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. მან 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16-ს გაუტოლდა.
„რეჯანა“ მოგების მიუხედავად ისევ ბოლო, მე-16 ადგილზეა 4 გამარჯვებით და 11 მარცხით, მომდევნო ტურში კი 22 იანვარს, ლიდერ „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლებს.