ფეხბურთი

23:52 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: „კრიშტიანუ მწყობრშია“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, კარიმ ბენზენმამ, ჟურნალისტებს ყოფილი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გაუზიარა აზრი.

„ვფიქრობ, კრიშტიანუ მწყობრშია. ჩვენ შევხვდით, ვისაუბრეთ. მისთვის ახლა ცხოვრებაში ახალი, ჯერაც უცნობი ეტაპი იწყება. ის ისევ გააგრძელებს გოლების გატანას და მატჩების ბედის გადაწყვეტას.“ - ციტიტრებს ბენზემას სიტყვებს As.

რონალდუ, თავისი ახალი გუნდის, „ალ ნასრის“ სტადიონზე, „რეალის“ ვარჯიშს დაესწრო. მადრიდელები ესპანეთის სუპერთასის მატჩისთვის ემზადებოდნენ „ბარსელონას“ წინააღმდეგ.

37 წლის პორტუგალიელი და მისი თანაგუნდელები ვარჯიშს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11706