ფეხბურთი

22:26 | 15.01.2023 | ნანახია 868 - ჯერ

„არსენალმა“ „სიტის“ რვა ქულით გაუსწრო

ჩრდილოლონდონურ დერბიში ლიდერმა „არსენალმა“ „ტოტენჰემს“ სტუმრად 0:2 მოუგო და უშუალო მდევარ „მანჩესტერ სიტის“ რვა ქულით გაუსწრო. მიკელ არტეტას გუნდი აგრძელებს საჩემპიონო სვლას.

ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, როცა ბუკაიო საკას ჩაწოდეული ბურთი „დეზების“ ფრანგმა მეკარემ, უგო ლორისმა უხეიროდ მოიგერია და საკუთარ კარში შეაგდო.

36-ე წუთზე კი მატჩის ერთ-ერთმა საუკთესო მოთამაშემ, მარტინ ედეგორმა, საჯარიმოს გარედან გამოზომილი დარტყმით მეორე ბურთი გაიტანა.

„არსენალმა“ 47 ქულა მოაგროვა და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.

„ჩელსიმ“ ასევე ლონდონურ დერბიში 1:0 სძლია „კრისტალ პალასს.“ ეს „ლურჯების“ პირველი გამარჯვება გახლდათ 2023 წელს. ამით მათ სამწაგებიანი სერიაც დაასრულეს. გამარჯვების გოლი 64-ე წუთზე გერმანელმა კაი ჰავერცმა გაიტანა.

„ნიუკასლმა“ ალეკსანდერ ისაკის გვიანი გოლით 1:0 მოუგო „ფულემს“ და საკლუბო რეკორდი გაიმეორა: „კაჭკაჭები“ უკვე ზედიზედ 14 მატჩია აღარ აგებენ, რაც მათივე ოდინდელი მიღწევის გამეორებაა. ედი ჰაუს გუნდმა ბოლოს პრემიერლიგაში 2022 წლის 31 აგვისტოს წააგო „ლივერპულთან“ (1:2). მას შემდეგ ჯორდებმა ცხრა მაჩი მოიგეს და ხუთი ფრედ დაასრულეს. თან მეხუთე შეხვედრაა გოლი არ გაუშვიათ.

თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 69-ე წუთზე სტუმარმა ალეკსანდარ მიტროვიჩმა პენალტი ვერ გაიტანა.

„ნიუკასლს“ ახლა 38 ქულა მოუგროვდა და მესამე ადგილზე დგას.

ინგლისი

პრემიერლიგა

მე-20 ტური. 15 იანვარი

ტოტენჰემი - არსენალი 0:2

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური“

0:1 ლორისი (14 საკ. კარში), 0:2 ედეგორი (36)

ტოტენჰემი: ლორისი, დოჰერტი (რიშარლისონი 71), რომერო, დაიერი, ლანგლე, სესენონი (პერიშიჩი 76), ჰოიბერგი, სარი (ბისუმა 76), კულუშევსკი, სონი, კეინი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

არსენალი: რემსდეილი, უაითი, სალიბა, გაბრიელი, ზინჩენკო (ტომიასუ 85), ჯაკა, პარტი, ედეგორი (ვიეირა 90+4), საკა, ნკეიტა (სმიტ-როუ 90+3), მარტინელი (ტირნი 79)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: რომერო (35), სესენონი (45+1), სარი (53), ლანგლე (72); მარტინელი (70), გაბრიელი (90+1)

ჩელსი - კრისტალ პალასი 1:0

1:0 ჰავერცი (64)

ნიუკასლი - ფულემი 1:0

1:0 ისაკი (89)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:03 | 03.02.2020
RHP (3623)

სურვილი ქონდეთ ვერ დაუშლი მაგრამ უკეთესი ჩემპიონატი უკეთესი გუნდი უკეთესი მწვრთნელი. ფანებზე არაფერს ვიტყვი ტენდენციურობაში რო არ ჩანომართვათ ერთადერთი რჩევა ხელფასი და ახალ კონტრაქტს თავაზობენ უკვე 180 ათასი გირვანქა აქვს და გაიზრდება სავარაუდოდ კიდე მისი ანაზღაურება ასე რომ ... კარი მარჯვნივაა

21:38 | 02.02.2020
KoRBeN DaLLaS (24830)

ვინც მაგარი მცველია დღესდღეობით, ნებისმიერ მათგანზე ორჯერ ძვირი ღირს ვან დეიკი. ფენომენალური მოთამაშეა.

00:16 | 03.02.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

100 %

0.133818
868