იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ვენეციას“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 79:78 დაამარცხა.
ბოლონიელებმა თამაში ბოლოსკენ შემოაბრუნეს და დასკვნითი მეოთხედი 7 ქულით მოიგეს, თორემ მანამდე მორიგ მარცხთან ძალიან ახლოს იყვნენ. აღსანიშნავია, რომ „ვირტუსმა“ წარუმატებელი სერია დაასრულა, რომელიც სერია A-ში ორ და ევროლიგაშიც ორ წაგებას იტევდა.
შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 28 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11-ს გაუტოლდა. თორნიკეზე შედეგიანი „ვირტუსის“ რიგებში მხოლოდ დანიელ ჰაკეტი იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ 12 მოგებით და 3 წაგებით პირველ-მეორე ადგილს „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 22 იანვარს, „ბრინდიზის“ სტუმრად შეხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამას ვერ ვხვდები და გამაგებინეთ. რატომ აგებს 4ლიმონიანი ქართთული გუნდი 5_1ს 6 ლიმონიან სლოვაკურ გუნდთან?
ფიზიკის გამო?
დილა vs ოლბორგი ანომალიური შედეგი დაფიქსირდა ხომ?! 3:0.
ტრანსფერმარკეტი ცდება? ქართული გუნდების სატრანსფერო ღირებულება გადამეტებულად აქვთ შეფასებული?!
სირბილი + ტაქტიკური ცოდნა. შორს არის წასული ფეხბურთი ევრიპაში, საქართველოში კი დავრჩით 80ებში საბავშვო მომზადებიდან დიდებამდე.
რომელი ტრენერი კითხულობს სპორტულ ლიტერატურას ჩვენთან ? ან საერთოდ, კითხვა თუ იციან...