ფეხბურთი

17:34 | 15.01.2023 | ნანახია 613 - ჯერ

ერიკ ტენ ჰაგი: "ფანებს შეუძლიათ ჩემპიონობაზე იოცნებონ, მაგრამ ჩვენ - არა"

"მანჩესტერ იუნაიტედი" შესანიშნავ ფორმაშია და პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა, რითაც საჩემპიონო შანსიც გაუჩნდა. თუმცა, ერიკ ტენ ჰაგი ჯერ ამაზე არ ფიქრობს და მხოლოდ გუნდის მენტალიტეტზე მუშაობა სურს.

„ფანებს შეუძლიათ სკუდეტოზე იოცნებონ, მაგრამ ჩვენ - არა. ჩვენ საღი აზრი უნდა შევინარჩუნოთ და გავაცნობიეროთ, რომ თამაშში ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებული. ხშირად ვსაუბრობთ გუნდის განვითარებასა და ტაქტიკაზე, მაგრამ მწვრთნელისა და მისი პერსონალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მენტალიტეტზე მუშაობაა და ეს მრავალი ელემენტისგან შედგება.

გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებმაც იციან, რომ ერთ მომენტს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. ვფიქრობ, უკეთ გავუმკლავდებით მსგავს სიტუაციებს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში ბოლო 5 მატჩი მოიგო და მესამე ადგილზე აღზევდა, „მანჩესტერ სიტის“ კი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:26 | 15.01.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ტენ ჰააგი ძაან ინანებს მაგის გამო

20:00 | 15.01.2023
Kobe Bean (21683)

თმა გაცვივდა ისე ნანობს)))ნანობს კი არა კაცი მეცხრე ცაზეა სიხარულისგან,როგორც იქნა ჭირი მოიშორა და გუნდურ თამაშს აწყობს.არავინ არ დაუმატებია შემცვლელი(ვეგჰორსტი არაფერია),საერთოდ ცენტრფორვარდის გარეშეა გუნდი დარჩენილი და მაინც 9 თამაში მოიგო ზედიზედ რაც საბოლოოდ გაასხმევინა კრისტინას.ხოდა მიეცით ახლა თქვენ ტენ ჰააგს კარგი ცენტრფორვარდი და მერე ნახეთ მანჩესტერის შედეგები.შოუს დაცვის ცენტრში დაყენება რომ უწევს მაგუაირის მზეოების გამო,აი მაგ ადგილზეც მიეცით ერთი კარგი ცენტრალური მცველი.ერთი ცენტრალური ნახევარმცველიც არ აწყენს.მოკლედ 3-4 კარგ ტრანსფერს გააკეთებს ზაფხულზე ტენჰააგი და შორიდან უყურეთ რა გუნდი გახდება მანჩესტერი.წელს ოთხეულიც შედეგი იქნება და რომელიმე ინგლისურ თასსაც(ეფლ ან ფა) თუ გამოკრეს ხელი მთლად კარგი

18:15 | 16.01.2023
maniu96 (167)

შენი მოთრევის დღე და საათი მ... შე უნიათო ლუზერო იმდენად კრეტინია ტიპი ყველა კონკურენტ გუნდს უხარია ამ პეტუხი ჰოლანდიელის მანიუს სათავეში ყოფნა

19:25 | 15.01.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ძაან აკლიათ რონალდო, მის გარეშე ძაან გაუჭირდებათ, არ უნდა გაეშვათ გუნდიდან

0.133711