კალათბურთი

1:53 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა „სარაგოსასთან“ 21 ქულა ჩააგდო და თავის გუნდში საუკეთესო იყო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომელმაც „სარაგოსას“ წინააღმდეგ 27:45 წუთში 21 ქულა ჩააგდო.



გიორგიმ „ლიგა ენდესას“ მე-16 ტურის მატჩში შესანიშნავად ითამაშა. იგი განსაკუთრებით გამორჩეული ოვერტაიმში იყო. მთლიანობაში ქართველმა 8-დან 5 სროლა გამოიყენა, 12-დან 11 კი საჯარიმო და 21 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაც დააგროვა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი +15 შეადგენდა.

ქართველი კალათბურთელის კარგი თამაში მის გუნდს წარმატებაში დაეხმარა და „ლენოვო ტენერიფემ“ მეტოქე ოვერტაიმში 87:83 დაამარცხა.

შერმადინი გუნდში საუკეთესო იყო. 24 ქულა ჩააგდო მეტოქე გუნდიდან ისლანდიელმა ტრიგვი ჰილნასონმა.

დღევანდელი მოგების შემდეგ, „ლენოვო ტენერიფეს“ 12 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა და 24 ქულით ლიდერებს, „რეალ მადრიდს“, „ბარსელონას“ და „ბასკონიას“ გაუთანაბრდა. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 21 იანვარს, „ბეტისის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.113142