„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ბრაიტონთან“ მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი გუნდისგან უარესი თამაში არ ახსენდება.
„ჩვენთვის ყველაფერი ძალიან ცუდი იყო. უარესი თამაში არ მახსენდება, არა მხოლოდ "ლივერპულში", არამედ ზოგადად, მთლიანად ჩემს კარიერაში. „ბრაიტონი“ ამ თამაშში უკეთესი იყო და დამსახურებულად მოიგო, მართლაც ფანტასტიკურად ითამაშეს. ისინი თავდაჯერებულები იყვნენ, ჩვენ კი საერთოდ არ ვიყავით.
რა ხდება? ეს ფეხბურთელები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ თუ ყველაფერი სწორად არ არის ორგანიზებული, შეიძლება ისე გამოიყურებოდე, როგორც ახლა“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და 28 ქულით მერვე ადგილზეა.