„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ლეჩესთან“ მატჩი (2:2) შეაფასა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.
„პირველ ტაიმში ყველაფერი არასწორად გავაკეთეთ, შემდეგ კარგი რეაქცია გვქონდა და მოგება შეგვეძლო, მაგრამ უკეთესად უნდა ვითამაშოთ. პირველი გოლის დროს შეცდომა აშკარა იყო, ამან თამაში გაგვირთულა.
გასულ სეზონთან შედარებით იმავე რაოდენობის ქულები გვაქვს ამ ეტაპისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, შეგვეძლო ეს წელი უკეთესად დაგვეწყო. უფრო ზუსტი უნდა ვიყოთ და წვრილმანი შეცდომები თავიდან ავიცილოთ. ეს თამაში უნდა გავაანალიზოთ, რათა გავიგოთ, რა არ გამოგვივიდა“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ 38 ქულით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 18 იანვარს, იტალიის სუპერთასზე „ინტერთან“ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რახდება გოგას თავს ტიპს არ ათამაშებენ და 3 მილიონს უხდიან რა გამოდის ბითო წველის ინდიანას როგორც ჯანომ სპარტაკი მოწველა უთამაშებლობით? უშანსოდ აგებს თუ იგებს შანს არ აძლევენ თუ არ ათამაშე როგორ უნდა განვითარდეს. ვერაფერი გავიგე ამ ინდიანას ვერც მწვრთნელის ვერც გუნდის რა უნდათ. პლეოფში მოხვედრის შანსი ამ სეზონში გუნდს რეალურად არ აქვს თეორიულად კი ბატონო როგორც ჩვენს ნაკრებს შესარჩევის დაწყებამდე აქვს ხოლმე