საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ კონკურენტ „ალ-შაბაბს“ უგოლოდ დაუზავდა, მატჩის მიწურულს კი კოლუმბიელმა მეკარე, დავიდ ოსპინამ მძიმე ტრავმა მიიღო.
ოსპინა მეტოქეს დაეჯახა, მიწაზე დაეცა და თამაში ვერ გააგრძელა. სხვათა შორის, გოლი გავიდა, მაგრამ ცხადია, ჯარიმის გამო გაუქმდა. ოსპინას ექიმებმა ჯერ მოედანზე აღმოუჩინეს ხანგრძლივი დახმარება, მერე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით, ვეტერანი მეკარის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. აქვე ვთქვათ, რომ კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი ჯერ კიდევ არ შემდგარა. „ალ-ნასრი“ 30 ქულით პირველ ადგილზეა.