სხვა

22:42 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მსროლელებმა სლოვენიის „დიდ პრიზზე“ გამარჯვება მოიპოვეს

მარიამ ფროდიაშვილისა და ცოტნე მაჭავარიანის დუეტმა სლოვენიის „დიდ პრიზზე“ გამარჯვება მოიპოვა. ქართულმა დუეტმა ტურნირის ფინალში ელმირა კარაპეტიანისა და ბენიკ ხლგატიანის წყვილი 16:14 დაამარცხა.



სროლის ფედერაციის ინფორმაციით, ფროდიაშვილმა და მაჭავარიანმა 575 ქულით რუსეში მიმდინარე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპიც მოიგეს და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლებაც მოიპოვეს.

574 ქულა დააგროვეს სომხებმა და კორეელებმა, თუმცა მეორე ადგილი ჩვენს მეზობლებს ერგოთ. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას, ეს პოზიცია ჩეხებმა და ბრიტანელებმა დაისაკუთრეს.

საკვალიფიკაციოში ეტაპზე მეორე ქართული დუეტიც გამოდიოდა - ლიზი კილაძე და აკაკი მოსულიშვილი. მათ ჯამური 566 ქულა დააგროვეს, 16 გუნდს შორის მე-10 ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში ვერ გავიდნენ.

15 იანვარს რუსეში გუნდური შეჯიბრებაა, ჩვენები კი ორივეგან გამოვლენ - ქალებშიც და ვაჟებშიც. ამის შემდეგ მსროლელები სლოვენიიდან ხორვატიაში გადაინაცვლებენ, სადაც 17-21 იანვარს ოსიეკში იასპარეზებენ მორიგ „დიდ პრიზზე“.

0.129516