ფეხბურთი

21:44 | 14.01.2023 | ნანახია 1071 - ჯერ

ლორისის შემდეგ სანაკრებო კარიერას სტივ მანდანდაც ასრულებს

5 დღის წინ უგო ლორისმა განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საფრანგეთის ნაკრების პირველი მეკარე სტივ მანდანდა გახდებოდა, თუმცა იგივეს გაკეთებას „რენის“ მეკარეც აპირებს.



მანდანდა ეროვნულ გუნდში 2008 წლიდან თამაშობდა, თუმცა ყოველთვის უგო ლორისის შემცვლელად მოაზრებოდა, რომელმაც სანაკრებო კარიერა იმავე წელს დაიწყო.

„რენის“ მეკარემ გადაწყვიტა ლორისის წასვლით არ ესარგებლა და სანაკრებო კარიერა მასაც დაესრულებინა, ამ ამბავს კი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

16 წლის განმავლობაში მანდანდამ ეროვნულ გუნდში მხოლოდ 35 მატჩი ჩაატარა. მისი ბოლო მატჩი კატარის მუნდიალზე, ტუნისის წინააღმდეგ შედგა, თუმცა წარუმატებლად, რადგან ის მატჩი ჯერ კიდევ მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა 1:2 წააგო.

ლორისისა და მანდანდას წასვლა ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთის ნაკრების კარებში ორი ადგილი გამოთავისუფლდება. სავარაუდოდ, ნაკრების პირველი მეკარე მაიკ მენიო გახდება, რომელმაც მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა, მეორე მეკარის პოზიციას კი ალფონს არეოლა დაიკავებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:23 | 26.03.2022
Kobe Bean (21670)

ერთი გამარჯვების გოლი მსოფლიოს ფინალშიც შეაგდე და წადი მერე სახლში)))მესი-დიმარია რომ წავლენ დიდი ძალა დააკლდება არგენტინას,რთული იქნება ორი მასეთი იგროკის შეცვლა

0.064497
1071