ფეხბურთი

21:14 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" "ბრაიტონთან" შერცხვა

იყო პერიოდი, როცა „ლივერპულმა“ მატჩები მოიგო და თითქოს სეზონის წარუმატებელი სტარტი დაივიწყა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდისთვის შავი დღეები ისევ დაბრუნდა და პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ წააგო.

„წითლებმა“ 2 იანვარს „ბრენტფორდთან“ წააგეს, ახლა კი „ბრაიტონთან“ შერცხვნენ - 0:3. მატჩის გმირი სოლომონ მარში იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და მერე საგოლე პასიც გააკეთა, როცა დენი უელბეკმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლივერპულს“ პრემიერლიგაში უკვე 6 მარცხი აქვს, რაც 18 მატჩისთვის და იურგენ კლოპისთვის მეტისმეტია. ინგლისურ გრანდს მხოლოდ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ოდენ მერვე ადგილზეა.

საპირისპირო ვითარებაა „ბრაიტონში“, რომელმაც ამ მოგებით სწორედ „ლივერპულს“ გადაასწრო და 30 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

„ბრაიტონი“ – „ლივერპული“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 მარში (47), 2:0 მარში (53), 3:0 უელბეკი (82)

0.112498