თურქეთის სუპერლიგის მე-18 ტურში გიორგი ბერიძის „ანკარაგიუჯიუ“ „ადანა დემირსპორს“ ესტუმრა და 3:1 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა მატჩის 61-ე წუთზე უროშ რადაკოვიჩს გაატანინა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ვინჩენცო მონტელას გუნდი 49-ე წუთზე სარიმ დააწინაურა, თუმცა 61-ე წუთზე გიორგი ბერიძის მოწოდებულ კუთხურს სერბი თანაგუნდელი, უროშ რადაკოვიჩი დაუხვდა და ანგარიშიც გათანაბრდა - 1:1.
ამის მიუხედავად, „ადანა დემირსპორმა“ უპირატესობა მალევე დაიბრუნა და აკბაბასა და ინლერის გოლებით გამარჯვება მაინც მოიპოვა - 3:1.
დღევანდელი მატჩის შემდგომ გიორგი ბერიძეს თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ამ მარცხით „ანკარაგიუჯიუ“ 19 ქულით მე-13 ადგილზე დარჩა. მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი 23 იანვარს, კვლავ სტუმრად, „კონიასპორის“ წინააღმდეგ გამართავს.