ფეხბურთი

17:30 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

როგორ მისდევდა სპალეტი ალეგრის ხელის ჩამოსართმევად... (+VIDEO)

ლუჩანო სპალეტის და მასიმილიანო ალეგრის ჰარმონიული ურთიერთობა არ აქვთ, უფრო მეტიც, შარშან მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც იყო.

ამიტომაც, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩში მათი დუელი ცალკე ინტრიგას იწვევდა. სპალეტიმ ალეგრის ყველაფერში აჯობა და ნეაპოლელებმა ტურინელებს ისტორიული მარცხი აგემეს - 1:5.

მატჩის დასრულების შემდეგ სპალეტი ალეგრის ხელის ჩამოსართმევად გაეკიდა - მაქსი გასახდელში სწრაფი ნაბიჯებით მიემართებოდა, როდესაც ლუჩანო გაწვდილი ხელით მისდევდა. საბოლოოდ, ალეგრი იძულებული გახდა გაჩერებულიყო და მისთვის ხელი ჩამოერთვა. აღსანიშნავია, რომ ისინი მატჩის დაწყებამდე ერთმანეთს საკმაოდ თბილად შეხვდნენ.

თამაშის მერე სპალეტის ალეგრიზე ჰკითხეს და თქვა: „მე ალეგრისთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ალბათ, პირიქით, მას აქვს ჩემთან პრობლემა“.

თავის მხრივ, „იუვენტუსის“ თავკაციც ამ თემაზე ლაკონური კომენტარით შემოიფარგლა: „ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ მას დიდ პატივს ვცემ“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139303