ფეხბურთი

16:12 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ადანი: "კვარაცხელიას გოლის მომენტი "იუვეს" პრობლემებზე ნათლად მეტყველებს"

მილანის „ინტერისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა მცველმა დანიელე ადანიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ალეგრის დაბრუნების შემდეგ „იუვეში“ არაფერი აშენებულა.

ადანიმ მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას გოლის მომენტი მოიყვანა და განაცხადა:

„ბოლო წლინახევრის განმავლობაში „იუვენტუსს“ არაფერი აუშენებია. „იუვეს“ თამაშის მაგალითი არის „ნაპოლის“ მეორე გოლი, რომელიც კვარაცხელიამ გაიტანა. ვის უნდა აეყვანა ამ მომენტში ქართველი? გასაგებია, რომ ბრემერი შეცდა, მაგრამ დანილო რას აკეთებს ამ ეპიზოდში? ნიგერიელზე უნდა გადავიდეს თუ 77-ე ნომერი უნდა აიყვანოს? მას კვარაცხელია უნდა აეყვანა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ვინ ავარჯიშა და ვინ მოამზადა გუნდი ბოლო კვირაში "ნაპოლის" თავდამსხმელების მეურვეობაზე, განსაკუთრებით ქართველის წინააღმდეგ სათამაშოდ? ეს მე არ გამიკეთებია, რადგან სხვა საქმით ვარ დაკავებული“, – თქვა ადანიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა და სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112246