ფეხბურთი

15:25 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოლი და პასი: კვარაცხელია ტოპ 5 ლიგაში მხოლოდ ნეიმარს და მესის ჩამორჩება

„ნაპოლიმ“ სერია A-ს მე-18 ტურში „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა და ხვიჩა კვარაცხელია მატჩის მთავარი გმირი იყო ვიქტორ ოსიმენთან ერთად.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელს ამ თამაშის შემდეგ ორი საინტერესო სტატისტიკა დაუფიქსირდა:

  • კვარაცხელია „ნაპოლის“ ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში მინიმუმ 7 გოლის გატანა მოახერხა მანამ, სანამ 22 წლის გახდებოდა. კვარამდე ეს მარეკ ჰამშიკმა, ფერუჩიო სანტამარიამ, კარლო ბუსკალიამ და ატილა სალუსტრომ გააკეთეს.
  • კვარამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 7 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა. ტოპ ხუთ ლიგაში ამ თვალსაზრისით მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ნეიმარს (11 გოლი, 10 პასი) და ლიონელ მესის (8 გოლი, 10 პასი) აქვთ.


შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელის აქტივში ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

„ნაპოლი“ სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 21 იანვარს, „სალერნიტანას“ ესტუმრება, თუმცა მანამდე იტალიის თასზე „კრემონეზეს“ უმასპინძლებს.

0.114807