ფეხბურთი

13:00 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დანილო: "იუვენტუსს" ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეგვიძლია"

ტურინის „იუვენტუსის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დანილომ „ნაპოლისთან (5:1) წაგებულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს და იუვეს ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია.

"ამ საღამოს ფენომენალურები არ ვიყავით, მაგრამ ამ თამაშის შემდეგ არ ვაპირებთ დანებებას. უნდა მივყვეთ ჩვენი კლუბის ღირებულებებს. ეს არის ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი.

დიდ გუნდებთან ჩვენი ცუდი თამაშის შესაძლო საბაბად ფსიქოლოგიური პრობლემას ასახელებენ და ამის მოსმენა აღარ მინდა. ადრეც ვიყავით რთულ სიტუაციებში, მაგრამ შემდეგ ყოველთვის გამოვდიოდით. ბევრი შეცდომა დავუშვით, ამიტომ ხვალიდან ჩვენი თამაში უნდა გავაანალიზოთ და არ ვისაუბროთ რაიმე ფსიქოლოგიურ სიტუაციაზე.

არ შევიცვლი აზრს, რომ ჩემპიონობა ჯერ კიდევ შეგვიძლია. მჯერა, რომ ყველა თამაშში სწორი დამოკიდებულება მაქვს. სკუდეტოზე ფიქრის საშუალება არ გვაქვს, რომლის ბედიც მხოლოდ ივნისში გადაწყდება. თამაშიდან-თამაშზე უნდა ვიფიქროთ და მხოლოდ ამით შევძლებთ ცხრილის სათავეში ასვლას.

იუვე ყოველთვის უნდა იბრძოდეს სკუდეტოსთვის, ჩვენ უნდა ვიგრძნოთ მომენტი და ხვალიდან შევცვალოთ აზროვნება, რადგან ეს არის კლუბი, რომლისთვისაც ჩვენ, ფეხბურთელებმა მოედანზე საკუთარი თავი უნდა გადავდოთ“, - თქვა ბრაზილიელმა.

„იუვენტუსს“ 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. „ბებერი ქალბატონი“ მომდევნო ტურში, საკუთარ მოედანზე ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს.

0.116297