ფეხბურთი

11:37 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ვოუთ ვეგჰორსტი დაიმატა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნიდერლანდელი თავდამსხმელი ვოუთ ვეგჰორსტი დაიმატა. ინგლისურმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ვეგჰორსტი „ბარნლის“ საკუთრებაა და „წითელ ეშმაკებს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, რომლის ღირებულებამ 3 მილიონი ევრო შეადგინა.

ვოუთმა მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი ასევე იჯარით სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გაატარა და 18 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

30 წლის ნიდერლანდელს კარიერის განმავლობაში „ემენში“, „ჰერაკლესში“, „ალკმაარში“, „ვოლფსბურგსა“ და „ბარნლიში“ უთამაშია. ნიდერლანდების ნაკრებში მას 19 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.112185