ფეხბურთი

2:05 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის მე-9 გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-19 ტურში „მეცმა“ „რუანი“ 2:0 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.

ქართველი არც ამჯერად იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეს მიქაუტაძის მე-9 გოლია ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.

„მეცი“ 31 ქულით მესამე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“, მომდევნო ტურში კი 28 იანვარს, „ვალანსიენს“ ესტუმრება.

0.11749