ავტოსპორტი

1:08 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ ვოულზი „უილიამსს“ ჩაუდგება სათავეში

ფორმულა 1-ის მომავალი სეზონიდან, „მერსედესის“ სტრატეგიის დირექტორი ჯეიმს ცოულზი, „უილიამსის“ გუნდის შეფი იქნება. ის ამ პოსტზე ჯოსტ კაპიტოს შეცვლის, ვინც ერთი თვით ადრე, გუნდი დატოვა.

43 წლის ვოულზი თავისი ახალი თანამდებობის შესრულებას 20 თებერვლიდან დაიწყებს, ბაჰრეინის ტესტების სტარტამდე სამი დღით ადრე. ამის შესახებ ინფორმაცია „უილიამსმა“ გაავრცელა, რომელიც უკვე წლებია, „მერსედესის“ ძრავებით ასპარეზობს.

„ჩემთვის დიდი პატიცია, შევუერთდე ასეთი მიღწევების მქონე გუნდს. ეს გუნდი ჩვენი სპორტის გრანდია, რომლისადმი დიდი პატივისცემა მაქვს. მერსედესი ჩემი კარიერის განმავლობაში, ყოველთვის გვერდზე მედგა. ბრეკლიში 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, ჩვენ ერთმანეთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დავშორდით“, - განაცხადა ვოულზმა, ვინც „მერსედსის“ მოტორსპორტის სტრატეგიის დირექტორად ოთხი წელი იმუშავა.

ვოულზი განუყოფელი ნაწილი იყო გუნდისა, რომელმაც კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე ცხრა ტიტული მოიპოვა და 120 რბოლა მოიგო. ის ფორმულა 1-ში 21 წელი მუშაობს. „მერსედესამდე“ იყო „ბრიტიშ ამერიკენ რეისინგის“ (BAR), „ჰონდას“ და „ბრაუნ GP-ს“ წევრი. ყველა ბრეკლიში იყო ბაზირებული.

ვოულზთან ერთად, ჯენსონ ბატონი 2009 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, „ბრაუნ GP-მ“ კი კონსტრუქტორთა ჩემპიონატი მოიგო. ის ასევე მონაწილეობდა ლუის ჰამილტონის მიერ, ექვსი ტიტულის მოპოვებაში.

„უილიამსს“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატი ცხრაჯერ აქვს მოგებული. თუმცა ბოლოს რბოლაში 2012 წელს გაიმარჯვა. გუნდურ ჩემპიონატში „უილიამსზე“ მეტი გამარჯვება მხოლოდ „ფერარის“ აქვს. მისი ბოლო ჩემპიონი, კანადელი ჟაკ ვილნევია (1997 წელი).

0.122549