“ევერტონის” 28 წლის შემტევმა სტივენ ნეისმიტმა საქართველოსთან გასამართი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“დარწმუნებული ვარ ვითამაშებთ უფრო შემტევ ფეხბურთს, ვიდრე გერმანიასთან იყო. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როცა ბურთი თამაშში შევა, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ მეტოქეს სათამაშო ტემპი, მოვიპოვოთ უპირატესობა და შევქმნათ გოლის გატანის შანსები. საქართველოსთან საუკეთესო გამოსავლად შემტევი ფეხბურთი მესახება”, - აღნიშნა ნეისმიტმა.
2012 წელს ნეისმიტმა “რეინჯერსი” დატოვა და “ევერტონში” განაგრძო კარიერა. სკოტთა ეროვნულ ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობს - 30 ჩატარებულ შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 გოლია.