ფეხბურთი

23:01 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ კესი შესაძლოა "ინტერში" გადავიდეს

„ბარსელონას“ ფეხბურთელი ფრანკ კესი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს და კარიერა „ინტერში“ გააგრძელოს.

კოტ დივუარელი ნახევარმცველი „ბლაუგრანას“ სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და ჩავი მას არ ენდობა. ეს გასაკვირი არაა, რადგან კატალონიური გუნდის ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა.

იტალიური მედიის ცნობით, ესპანელებს კესის მარსელო ბროზოვიჩში გაცვლა სურთ, თუმცა, იტალიელთა პასუხი უცნობია. აფრიკელი ფეხბურთელიც „ნერაძურიც“ ინტერესდება, მაგრამ გუნდის ლიდერ ბროზოვიჩს რამდენად შეელევა, უცნობია.

ფრანკ კესი „ბარსელონას“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის მანამდე „მილანისა“ და ბერგამოს „ატალანტას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116866