„დორტმუნდის“ თავდამსხმელი სებასტიან ალე ქიმიოთერაპიისა და ოპერაციების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და თამაში დაიწყო.
კოტ დივუარელმა ფორვარდმა ბოლო სამ დღეში მეორედ ითამაშა და დღეს „ბაზელთან“ ჰეთ-თრიქიც შეასრულა. ალემ 61-ე წუთიდან ითამაშა, გოლები კი 7-წუთიან ინტერვალში გაიტანა.
„დორტმუნდმა“ „ბაზელი“ 6:0 გაანადგურა და ბუნდესლიგის სეზონის მეორე ნაწილისთვის აქტიურად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ სებასტიან ალეს გასულ ზაფხულს ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და მას შემდეგ მკურნალობდა.