ფეხბურთი

21:36 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "რეალს" არაბეთში ესტუმრა

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალს“ რიადში ესტუმრა, სადაც ესპანური გრანდი სუპერთასის ფინალისთვის ემზადება.

შესაძლებლობლით რონალდუმ ისარგებლა და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა, რომელთა ნაწილი ისევ „რეალის“ ღირსებას იცავს. მან ასევე კარლო ანჩელოტისთან ისაუბრა. 2013-2015 წლებში პორტუგალიელი იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრში“ გადავიდა. ის მადრიდის „რეალში“ 2009-2018 წლებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116062