ფეხბურთი

18:40 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა და ედეგორი პრემიერლიგაში გამოარჩიეს

ინგლისის პრემიერლიგაში ნოემბერ-დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად ლონდონის „არსენალის“ თავკაცი მიკელ არტეტა დასახელდა.

ესპანელმა იურგენ კლოპს, თომას ფრანკსა და ედი ჰაუს აჯობა. ხსენებულ პერიოდში „მეთოფეებმა“ პრემიერლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარეს და ოთხივე მოიგეს - სტუმრად „ჩელსის“, „ვუვლვზისა“ და „ბრაიტონის“ წინააღმდეგ, შინ კი „ვესტ ჰემს“ მოუგეს.

არტეტა პრემიერლიგაში თვის საუკეთესო მწვრთნელად 2021 წლის სექტემბრის, 2022 წლის წლის მარტისა და აგვისტოს შემდეგ მეოთხედ დასახელდა.

გარდა ამისა, ნოემბერ-დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი „არსენალის“ ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა მიიღო. ის მეორე ნორვეგიელია ერლინგ ჰოლანდის შემდეგ, რომელსაც ეს ჯილდო ერგო.

0.114209