დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი იუსუფა მუკოკო სკანდალში გაეხვა - მას ასაკის გადაკეთებაში ადანაშაულებენ.
18 წლის ფეხბურთელი, როგორც ეს ამჟამადაა ცნობილი, შესაძლოა რეალურად 22 წლის იყოს. მუკოკო გერმანელია, მაგრამ კამერუნის დედაქალაქ იაუნდეშია დაბადებული. აფრიკაში კი ბავშვებისთვის ასაკის გადაკეთების პრაქტიკა გავრცელებულია.
ცოტა ხნის წინ კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სამეულ ეტო’ოს განკარგულებით კამერუნის ასაკობრივი ნაკრებიდან მთელი შემადგენლობა დაითხოვეს, სწორედ გაყალბებული ასაკის გამო.
საინტერესოა, რომ მუკოკო ყოველთვის, აკადემიაშიც კი მასზე ასაკით უფროს ბავშვებთან თამაშობდა, თუმცა, თავისი ნიჭის გამოვლენაში ეს ხელს არ უშლიდა. ისუფა მუკოკო 2022 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრების განაცხადში იყო.