ფეხბურთი

15:34 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო ბუსკეტსის 700

სერხიო ბუსკეტსისთვის ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბეტისთან“ მატჩი საიუბილეო აღმოჩნდა.

მან „ბარსას“ მაისურით მე-700 თამაში ჩაატარა და კლუბის ისტორიაში მესამე ადგილზეა. სერხიოზე მეტჯერ „ბლაუგრანას“ მაისური მხოლოდ ლიონელ მესის და ჩავის მოურგიათ.

ბუსკეტსი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. როგორც ესპანური მედია წერს, დიდი ალბათობით, ის ზაფხულში გუნდს დატოვებს.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ „ბეტისი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და სუპერთასის ფინალში 15 იანვარს, მადრიდის „რეალს“ შეხვდება.

0.114795