დონეცკის „შახტარისა“ და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი მიხაილო მუდრიკი ლონდონის „არსენალში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
ჟურნალისტი რუდი გალეტი იტყობინება, რომ „მეთოფეებმა“ უკრაინულ გუნდთან ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც ცნობილი გახდა, „არსენალი“ მუდრიკის ნაცვლად 85-90 მილიონ ევროს გადაიხდის.
მიხაილო მუდრიკმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.