კალათბურთი

10:28 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს დაუბრუნდა და 16 წუთი ითამაშა

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ სტუმრად „მაიამი ჰიტს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 102:108 დამარცხდა.

„ბაქსმა“ თამაში კარგად დაიწყო, პირველი პერიოდის მერე 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ დარჩენილი სამი მეოთხედი წააგო და საბოლოოდ მარცხიც განიცადა. კარგი ისაა, რომ სათამაშო დრო მიიღო ქართველმა კალათბურთელმა.

სანდრომ 16:35 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა. როცა ქართველი მოედანზე იყო, „მილუოკიმ“ მეტოქესთან შედარებით 8 ქულით მეტი ჩააგდო და მსგავსი კარგი მაჩვენებელი „ბაქსის“ არცერთ კალათბურთელს ჰქონდა. უფრო მეტიც, ყველა მოთამაშე მინუსებში იყო, გარდა ბობი პორტისისა, რომელმაც შეხვედრა +3-ით დაასრულა.

„მილუოკიში“ საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი იყო 24 ქულით, ხოლო „მაიამიში“ გეიბ ვინსენმა 28 და ბენ ადებაიომ 24 ქულა მიითვალა.

„მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 27 მოგებით და 15 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 14 იანვარს, სტუმრად ისევ „მაიამისთან“ გამართავს.

0.115892