ფეხბურთი

0:24 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ბენასერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „მილანმა“ ისმაელ ბენასერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ბენასერმა „როსონერისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, შესაბამისად, მანამდე თუ გუნდი მას არ გაყიდის, შავ-წითლებში ითამაშებს.

ბენასერი „მილანს“ 2019 წელს შეუერთდა და 129 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ალჟირელი ნახევარმცველი „არლ-ავინიონში“, „ტურსა“ და „ემპოლიში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120317