ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ნომინირებული 14 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა.
წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის ორი მსოფლიოს ჩემპიონი, ლიონელ მესი და ხულიან ალვარესი იბრძოლებს, ნომინანტთა სრული სია კი ასეთია.
ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი, არგენტინა), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი, ინგლისი), კარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი), სადიო მანე (ბაიერნი, სენეგალი), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია).
საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტები
კარლო ანჩელოტი (რეალი), დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები), პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), ვალიდ რეგრაგი (მაროკოს ნაკრები), ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები)
საუკეთესო მეკარის ნომინანტები
ალისონი (ლივერპული, ბრაზილია), იასინ ბონო (სევილია, მაროკო), ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა).
აქვე გეტყვით, რომ ფიფას ვერსიით 2020 და 2021 წლებში საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ რობერტ ლევანდოვსკი დაასახელეს.