ფეხბურთი

21:46 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: "მენტალურად კვარაცხელია უკვე დიდი ფეხბურთელია, ახლა მხოლოდ ფიზიკური პრობლემა აქვს"

ტურინული გაზეთი Tuttosport-ი „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.

გამოცემა იხსენებს იმ ფაქტს, რომ „იუვე“ კვარაცხელიათი დაინტერესებული იყო და შეიძლებოდა „ბებერი ქალბატონის“ რიგებში ეთამაშა, რომ არა სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის სამსახურიდან წასვლა. გარდა ამისა, იტალიური ვებგვერდი კვარას სათამაშო ფორმაზეც წერს:

„კვარაცხელია საუკეთესო კონდიციაში დაბრუნებას ცდილობს და სპალეტი ამაში სათამაშო დროით ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ ის ტოპფორმაში არაა. „ინტერთან“ 76-ე წუთზე ელმასმა შეცვალა, „სამპდორიასთან“ კი 62-ე წუთზე ჟელინსკიმ. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ 21 წლის გონებრივად მზადაა, მაგრამ სხეული ჯერჯერობით მის გონებრივ შესაძლებლობებს არ პასუხობს”, - წერს Tuttosport-ი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.126256