ფეხბურთი

18:28 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "ოქროს ბურთის" ასლი 600 000 ევროდ გაყიდა და ბავშვებს დაეხმარა

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს 2013 წელს მოგებული „ოქროს ბურთი“ გაუყიდია, ოღონდ ასლი. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

წყაროს თანახმად, კრიშტიანუს ნამდვილი „ოქროს ბურთები“ მადეირაში, თავის მუზეუმში ინახება, მაგრამ 2013 წლის „ოქროს ბურთის“ ასლი დაამზადა, რომელიც 2017 წელს საქველმოქმედო მიზნით გაყიდა.

ბრიტანული მედია წერს, რომ „ოქროს ბურთის“ ასლი რონალდუმ ისრაელში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, მილიარდერ იდან ოფერს 600 000 ევროდ მიჰყიდა და გამომუშავებული თანხით მძიმე ავადმყოფობით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი 6 წლის წინ მომხდარა, ინფორმაცია მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა. შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ „ოქროს ბურთი“ კარიერაში ხუთჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112731