ფეხბურთი

17:55 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრიშიტომ 2.5 მილიონზე უარი თქვა და "ჯენოაში" 2 000 ევროს ხელფასის სანაცვლოდ დაბრუნდა

ვეტერანი იტალიელი მცველი დომენიკო კრიშიტო „ჯენოაში“ დაბრუნდა და მშობლიურ კლუბში თამაში მინიმალური ხელფასის სანაცვლოდ გადაწყვიტა.

კრიშიტო „ჯენოადან“ კანადურ „ტორონტოში“ გასულ ზაფხულს გადაბარგდა და ცხადია, MLS-ში ძალიან მაღალი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ტორონტოში დიდი ხანი ვერ გაჩერდა, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და გენუელებს უფასოდ დაუბრუნდა.

რაც ნიშანდობლივია, დომენიკოს ხელფასი თვეში მხოლოდ 2 300 ევრო იქნება, რაც ასეთ დონეზე სათამაშოდ საკმაოდ დაბალი ხელფასია. ისიც ვთქვათ, რომ მან კანადაში 2.5-მილიონიანი კონტრაქტი გაწყვიტა.

36 წლის მცველი, რომელსაც იტალიის ნაკრებში 26-ჯერ უთამაშია, „ჯენოას“ აღზრდილია და ამ გუნდში რამდენჯერმე ირიცხებოდა: 2003-2007, 2009-2011, 2018-2022 წლებში. კარიერის განმავლობაში ასევე ითამაშა „იუვენტუსსა“ და „ზენიტში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11795