ფეხბურთი

17:20 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" გიორგი კვერნაძე და სერბი მცველი დაიმატა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელი გიორგი კვერნაძე დაიმატა. 19 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდს შეუერთდა.

კვერნაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და ბოლო პერიოდში იჯარით „თელავში“ თამაშობდა. გასულ სეზონში მან ეროვნულ ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია „ნაპოლის“ მხრიდან დაკვირვების შესახებ, რაც შესაძლოა სიმართლე იყოს. თუმცა, ამ ეტაპზე იტალიური კლუბი მხოლოდ დაკვირვების პროცესშია და ტრანსფერზე საუბარი არ ყოფილა.

გარდა ამისა, „დინამო ბათუმს“ შეუერთდა სერბი მცველი ნემანია ლუბისავლიევიჩი, რომელამც 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ბოლოს „ჟალგირისში“ თამაშობდა, მანამდე კი ხორვატული „გორიცას“ წევრი იყო. სამშობლოში 26 წლის ფეხბურთელს „რადნიჩკში“ აქვს ნათამაშები.

0.129521