ფეხბურთი

16:20 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "კვარაცხელია? ჯერ კიდევ არაფერი გვაქვს მომზადებული"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა მწვრთნელმა აღნიშნა, ჯერჯერობით, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ არანაირი გეგმა მომზადებული არ აქვს.

„გუნდი თუ მეორე ტაიმში უკეთ თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურად კარგად მუშაობს. ნეაპოლში თამაში ადვილი არასდროსაა, „სტადიო მარადონაზე“ მატჩი არასდროს მთავრდება და ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით.

მარჯვენა ფლანგზე პრობლემები გვაქვს და რას დავუპირისპირებთ კვარაცხელიას? ჯერ არაფერი მოგვიმზადებია. ბოლო ვარჯიშის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, მათ შორის, შემადგენლობაზეც და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს კარგად დავამუშავებთ. ხვალ დიდებული მატჩი იქნება სავსე სტადიონზე, მაგრამ ჩემპიონობისთვის გადამწყვეტი არ იქნება. ვფიქრობ, რომ „ნაპოლისთვის“ უფრო მნიშვნელოვანი თამაშია, ვიდრე ჩვენთვის.

არ ვამბობ, რომ „ნაპოლი“ ყველაზე ძლიერია, ამას სატურნირო ცხრილი ამბობს, სადაც 44 ქულა და მხოლოდ 1 წაგება აქვს. „ნაპოლი“ კარგად მომზადებული, ტაქტიკურად განსწავლული და ტექნიკური გუნდია. ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებისთვის თავისი იდეების გადაცემა საუკეთესოდ შეუძლია, ის ძალიან კარგია და მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის სასიამოვნო გამოწვევაა.

კიეზა ბევრად უკეთ არის და ძალიან მიხარია. რომ ვიცოდე, განსხვავებას თამაშში ისევ მოახდენს, კვლავ შეცვლაზე ვათამაშებდი, მაგრამ ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს. გადაწყვეტილებას ვარჯიშის შემდეგ მივიღებ“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.896481