საქართველოს ვაჟთა პირველობის მეშვიდე ტურში მიხეილ მჭედლიშვილმა თორნიკე სანიკიძესთან პარტიაში გაიმარჯვა და ერთპიროვნულად დაწინაურდა!
ჩემპიონატის მეორე ლიდერმა გიგა ყუფარაძემ ყაიმით დაასრულა შეხვედრა ლუკა პაიჭაძესთან და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
დიდი პერიპეტიების გარეშე, ასევე ყაიმით დაასრულეს შეხვედრა ნოე თუთისანმა და მერაბ გაგუნაშვილმა.
ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა ნიკოლოზ კაჭარავამ. მან შავი ფიგურებით დავით მაღალაშვილს მოუგო.
დასაწყისშივე მიიღო უპირატესობა ნიკოლოზ პეტრიაშვილმა გაიოზ ნიგალიძესთან დაპირისპირებაში და დამაჯერებლად გაიმარჯვა კიდეც.
მეშვიდე ტურის შედეგები:
მაღალაშვილი 0 : 1 კაჭარავა
თუთისანი ½:½ გაგუნაშვილი
ყუფარაძე ½:½ პაიჭაძე
სანიკიძე 0 : 1 მჭედლიშვილი
პეტრიაშვილი 1 : 0 ნიგალიძე
მერვე ტურის შეხვედრები:
კაჭარავა - ნიგალიძე
მჭედლიშვილი - პეტრიაშვილი
პაიჭაძე - სანიკიძე
გაგუნაშვილი - ყუფარაძე
მაღალაშვილი - თუთისანი
სატურნირო მდგომარეობა:
I - მჭედლიშვილი - 5,5 ქულა;
II - ყუფარაძე - 5 ქულა
III - V - სანიკიძე,პაიჭაძე, გაგუნაშვილი - 4 ქულა;
VI - ნიგალიძე - 3,5 ქულა;
VIII - კაჭარავა - 3 ქულა;
IX - პეტრიაშვილი,მაღალაშვილი - 2,5 ქულა;
X - თუთისანი - 1 ქულა
ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებულის წილად 10 000 ლარი მოდის. ხოლო საპრიზო სამეულში გასული მონაწილეები სრულად დაფინანსდებიან ევროპის პირად ჩემპიონატზე ვაჟთა შორის.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი