ფრანგული ლიგა 1-ის მე-18 ტურის მატჩში „ლიონი“ „ნანტს“ ეწვია და უგოლოდ დაშორდა. ეს შეხვედრა მე-500 გამოდგა საკლუბო დონეზე ლიონელთა 31 წლის თავდამსხმელისთვის, ალეკსანდრ ლაკაზეტისთვის - გვამცნობს ტვიტერში სტატისტიკური პორტალი Opta Jean.
მატჩების უმეტესი ნაწილი მან „ლიონის“ შემადგენლობაში გამართა - 294 ყველა ტურნირში. კიდევ 206 მატჩი ლონდონის „არსენალში“ ითამაშა, სადაც 2017-22 წლებში ირჯებოდა.
ჯამში, კარიერის განმავლობაში ლაკაზეტმა 2010 ბურთი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 10 გოლია. ის „ლიონის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატში „ლიონი“ 25 ქულით მერვე ადგილზეა.