ჩოგბურთი

1:42 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნაომი ოსაკა შვილს ელოდება

ახლახანს გამოცხადდა, რომ ნაომი ოსაკა ავსტრალიის ღია პირველობაზე არ ითამაშებს. მაგრამ ამის მიზეზზე არაფერი იყო ნათქვამი. დღეს კი გაირკვა, რომ იაპონელი ჩოგბურთელი, ვისაც დიდი სლემის ეს ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული, შვილს ელოდება.

„კორტზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი, მაგრამ წელს ჩემს ცხოვრებაში სიახლე იქნება. ვიცი, ცხოვრებაში ბევრი რამ მელის და ამისთვის ახლავე ვემზადები. მთავარი კი ჩემი ბავშვი იქნება, ვინც ოდესმე ჩემს თამაშს ნახავს და ვინმეს ეტყვის: ეს დედაჩემია“, - ამბობს მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ოსაკაზე უკვე წერდნენ, რომ თითქოს, ის თავისი სპორტული კარიერის დასრულებისთვის ემზადებოდა. ოსაკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ათლეტია, ვისი შემოსავლის დიდ ნაწილსაც, ბიზნესი უზრუნველყოფს. ამიტომ, გაჩნდა ვარაუდი, რომ მას სპორტზე წინ, თავისი საქმეების დაყენება სურდა.

მაგრამ დღეს განაცხადა, რომ ჩოგბურთში დაბრუნდება და ავსტრალიის ღიაზე 2024 წელს ითამაშებს. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი აქვს.

0.114049