ფეხბურთი

23:17 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "რონალდუსთვის არაბეთში თამაში ადვილი არ იქნება, როგორც მას ჰგონია"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრში“ გადასვლაზე ისაუბრა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს რონალდუსთვის ადვილი გასეირნება არ იქნება, რადგან საუდის არაბეთის ჩემპიონატი მაღალი დონისაა.

„კრიშტიანუ რონალდუსთვის ადვილი არ იქნება. საუდის არაბეთის ჩემპიონატი ძალიან კონკურენტუნარიანია, უმაღლესი დონის გუნდები თამაშობენ. თითო გუნდში 8 ლეგიონერია. „ალ ჰილალი“ და „ალ იტიჰადი“ ძლიერები არიან, კონკურენტუნარიანი ლიგაა. რონალდუ რა თქმა უნდა, ჩემპიონატს შეცვლის, მაგრამ ეს არ იქნება პარკში გასეირნება, როგორც მას ჰგონია და ამას მიხვდება“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ საფეხბურთო კარიერა „ალ-სადში“ დაასრულა და სამწვრთნელო კარიერაც ამავე კლუბში დაიწყო.

0.119709