ფეხბურთი

20:05 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მორატას მეუღლე გამოჯანმრთელდა: "უშენოდ ჩემი ცხოვრება უაზრო იქნებოდა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ალვარო მორატა მამა მეოთხედ გახდა, მაგრამ მისი მეუღლე ალიჩე კამპელო გართულებული მშობიარობის შედეგად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა.

საბედნიეროდ, მორატას მეუღლემ მდგომარეობა დაძლია და ახლა თავს კარგად გრძნობს. ესპანელმა ფეხბურთელმა კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ალიჩემ უკვე დატოვა ინტენსიური თერაპიის განყოფილება და თავის პალატაშია. ბელასთან ერთად უკეთ არის და გამოჯანმრთელდა. მადლობა ალიჩეს გაკვეთილისთვის, შენ ნამდვილი მებრძოლი და ჩემთვის მაგალითი ხარ. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღეები იყო, შენს გარეშე ჩემი ცხოვრება უაზრო იქნებოდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ახლოს იყო და ექიმ მუნიოსს. ყოველი წამით უნდა დატკბეთ, მადლობა ყველას“, - დაწერა მორატამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მორატასა და ალიჩეს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ბელა დაარქვეს, გარდა ამისა, მათ 3 ვაჟი ჰყავთ, მათ შორის ორი ტყუპი. ალვაროს მეუღლე იტალიელია, რომელიც 2015 წელს, „იუვენტუსში“ თამაშის პერიოდში გაიცნო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103357