ფეხბურთი

19:01 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატში დაბრუნდა

გიორგი მაკარიძე პორტუგალიაში დაბრუნდა და კარიერას „მარიტიმუში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ქართველი მეკარე „მარიტიმუს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ესპანურ „პონფერადინასთან“ კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მაკარიძის ტრანსფერი ჟოზე გომეშის სახელს უკავშირდება, რომელიც გიორგის ძალიან კარგად იცნობს - პორტუგალიელი 32 წლის მეკარეს „ალმერიასა“ და „პონფერადინაში“ ავარჯიშებდა. გომეში „პონფერადინადან“ ნოემბერში დაითხოვეს და ცოტა ხნის წინ პორტუგალიური გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

მაკარიძეს პორტუგალიაში „ფეირენსეს“, „მორეირენსეს“, „რიუ ავესა“ და „ვიტორიაში“ აქვს ნათამაშები, ასევე იცავდა კვიპროსული „დოქსასა“ და ფრანგული „ლე მანის“ კარს, ხოლო 2020 წლიდან ესპანეთში გადაბარგდა, სადაც ჯერ „ალმერიას“ წევრი იყო, მერე „პონფერადინას“.

„მარიტიმუ“ პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის ბინადარია, თუმცა 15 ტურის შემდეგ 10 ქულით გასავარდნ ზონაში, ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა.

0.134073