ფეხბურთი

18:30 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კავანი: "მონიტორის წაქცევისთვის თუ დამსჯიან, მაშინ ზიბერტი ციხეში უნდა ჩასვან"

„ვალენსიასა“ და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ ურუგვაისა და განის ნაკრებების მატჩის მთავარი მსაჯის, დანიელ ზიბერტის შესახებ ისაუბრა. როგორც „ელ მატადორმა“ აღნიშნა, თუ მას VAR-ის მონიტორის წაქცევისთვის დისკვალიფიკაციით დასჯიან, მაშინ ზიბერტი უნდა დააპატიმრონ.

„მონიტორის წაქცევისთვის თუ სანქციებს დამიწესებენ და დისკვალიფიკაციას მომცემენ, მაშინ მსაჯი ციხეში უნდა ჩასვან იმის გამო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატიდან გაგვაგდო. მან ისეთი შეცდომები დაუშვა, რომელთა დაშვება შეუძლებელია ყველა იმ კამერის გათვალისწინებით, რომელიც ხელმისაწვდომია. ზოგჯერ საჭიროა, რომ თავი ფეხბურთელების ადგილას წარმოიდგინოთ, რათა გაიგონ, რატომ მოიქცნენ ისინი კონკრეტულ მომენტში ასე“, - თქვა კავანიმ.

შეგახსენებთ, ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელებმა განასთან მატჩის შემდეგ გერმანელ არბიტრ დანიელ ზიბერტთან იჩხუბეს, რადგან მისი მუშაობით უკმაყოფილო იყვნენ და პრეტენზია რამდენიმე ეპიზოდზე ჰქონდათ.

ედინსონ კავანიმ კი სტადიონის გვირაბში შესვლის მომენტში VAR-ს მონიტორს ხელი ჰკრა და წააქცია, რის გამოც მას დისკვალიფიკაცია ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.114302