თამაშგარე

19:32 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარიკამ სკუდეტოს „სუნი“ იყნოსა

ჭეშმარიტად დიდებული დრო დაუდგა იტალიური „ნაპოლის“ ცნობილ ქომაგს, მკერდზანზარა ქალბატონ მარიკა ფრუშოს. თუკი ადრე, მის მიერ სამხრეთელთა გიჟური ტრფობა სახალისო და ცოტა არ იყოს ღიმილისმომგვრელ ამბად მოსჩანდა, „ნაპოლის“ პირველადგილოსნობამ ფრუშოს ძუძუთა ზანზარს სულ სხვა პეწი შესძინა.

მარიკა დიდი ხანია რაც საცხოვრებლად მილანშია გადაბარგებული, მაგრამ როგორც ნეაპოლელი ჩუჩატკაცუნა ბიჭები აცხადებენ, ბოლო დროს ფრუშოანთ ქალმა ნამეტანი მოუხშირა მშობლიურ ქალაქში ვიზიტს. როგორც ჩანს, ყნოსვა და გუმანი ყოფილ მოდელს ნამდვილად კარგი აქვს და უკვე იგრძნო სკუდეტოს ნაზი სურნელი.

აშკარაა, რომ ამ ძუძუმთა ქალბატონისთვის არავის უთქვამს ქართული ანდაზა - „ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო“, მაგრამ კაცმა რომ თქვას მუდმივად „გადახტომასა“ და „ჰოპლას“ ძახილს ეს ქალი ისედაც მიჩვეული იქნება და ზედმეტი და არაფრისმომცემი ინფორმაციით თავს ნამდვილად არ გადაიტვირთავს.

0.121544