ფეხბურთი

17:01 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ რაფინიას შეძენით დაინტერესდა

იტალიის სერია A-ს მოქმედი გამარჯვებული „მილანი“ „ბარსელონას“ ბრაზილიელი შემტევის, რაფინიას შეძენით დაინტერესდა.



რაფინია „ბარსელონას“ გასულ ზაფხულს „ლიდს იუნაიტედიდან“ დაახლოებით 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მისი შეძენით ლონდონის „ჩელსი“ ინტერესდებოდა, თუმცა კატალონიელებმა ლონდონელებს დაასწრეს და ბრაზილიელი ფეხბურთელი გაიფორმეს. ამის მიუხედავად, მან „ბარსელონას“ იმედები ვერ გაამართლა და შესაძლოა ძალიან მალე ის სხვა კლუბში, „მილანში“ აღმოჩნდეს.

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ის შეტევის ორივე ფლანგზე გამოსცადა, თუმცა თავისი შესაძლებლობები ბრაზილიელმა ბოლომდე ვერ გამოავლინა. მარჯვენა ფლანგზე დემბელესთან კონკურენციის გამო მას ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მარცხნიდან კი არც თუ ისე პროდუქტიული იყო.

„მილანმა“ მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერების გეგმა უკვე შეიმუშავა, რაფინია კი ერთ-ერთია იმ სიაში, რომელთა სიტუაციასაც იტალიური კლუბი დააკვირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111849