პორტუგალიელი ფეხბურთელი, ჟოაო ფელიქსი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. 23 წლის შემტევი ლონდონში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
„ჩელსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია და იმედი მაქვს, რომ მათ თავიანთი მიზნების შესრულებაში დავეხმარები. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ერთი სული მაქვს სტემფორდ ბრიჯზე როდის ვითამაშებ“ - განაცხადა ფელიქსმა.
ჟოაო ფელიქსი მადრიდის „ატლეტიკოს“ საკუთრებაა. იგი მადრიდელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს, რა დროშიც 131 მატჩი ჩაატარა და თავი 34 გოლით გამოიჩინა. ბოლო პერიოდში მას დიეგო სიმეონესთან სიტუაცია აერია, რის გამოც მისი წასვლა ივარაუდებოდა.
„ატლეტიკომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ჩელსიში“ გადასვლის წინ, პორტუგალიელმა შემტევმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.