ფეხბურთი

16:10 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილმა „შახტართან“ ერთად პირველი ვარჯიში გამართა

ქართველი მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარს“ საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში შეუერთდა და ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა.



დონეცკელები საწვრთნელ შეკრებას თურქეთში, ბელექში გადიან, სადაც სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადებიან. გუნდი მომდევნო 10 დღეს სწორედ იქ გაატარებს.

„შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა, იგორ იოვიჩევიჩმა თურქეთში 31 ფეხბურთელი წაიყვანა, მათ შორის კი რა თქმა უნდა, ქართველი გიორგი გოჩოლეიშვილიცაა.

ქართველმა მცველმა უკრაინულ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „შახტარი“ შეკრების შემდეგ პირველ ოფიციალურ მატჩს 16 თებერვალს, ევროპის ლიგის ეგიდით „რენის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.143478