„ბრენტფორდის“ მეორე გუნდში London Senior Cup-ზე რომეო ბექჰემის დებიუტი შედგა, მის თამაშს კი მამამისი, დევიდ ბექჰემიც ადევნებდა თვალს.
რომეო ბექჰემის გუნდი London Senior Cup-ის მესამე რაუნდში ინგლისის რანგით მეცხრე ლიგის გუნდს, „ერით ენდ ბელვედერს“ ეთამაშებოდა, 20 წლის ფეხბურთელი კი მოედანზე მატჩის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა. საბოლოოდ მისმა გუნდმა მატჩი 3:2 მოიგო.
საკუთარი შვილის თამაშს თვალყურს ლეგენდარული ინგლისელი, დევიდ ბექჰემიც ადევნებდა, რომელიც ტრიბუნებზე ჰუდით იჯდა, მატჩის შემდეგ კი გულშემატკივრებისგან თავის დასაღწევად ღობეზე გადაძვრა და სტადიონიდან ისე გაიპარა.
რომეო ბექჰემი „ბრენტფორდ B“-ს იჯარით „ინტერ მაიამიდან“ შეუერთდა, რომელიც მამამისის, დევიდ ბექჰემის საკუთრებაშია.